„მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი“ – თენგიზ ცერცვაძე

„გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რათა თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის შეფასებით, პაციენტები საქართველოში უზრუნველყოფილები არიან.

„სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. ჩვენ, ცალკეული პირების მხრიდან სერიოზული მცდელობის მიუხედავად, კატეგორიული უარი ვთქვით იმ მედიკამენტების (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, ფავიპირავირი, აზითრომიცინი, ავიპტადილი და სხვ.) გამოყენებაზე, რომელთა ეფექტიანობა არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ ავტორიტეტული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) რეკომენდაცია. განსაკუთრებით გაუმართლებელი და არაკორექტული მცდელობა იყო რიგი კლინიკის ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან ავიპტადილზე.

სამაგიეროდ საჭირო დროს და საჭირო ჩვენებებით ფართოდ ვიყენებდით და ვიყენებთ პაქსლოვიდს, რემდესივირს, მონოკლონურ ანტისხეულებს, ბარიციტინიბს, ტოცილიზუმაბს და სხვა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები