,,დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება”- სალომე ზურაბიშვილი

,,გაერო-ში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას არ სურდა, რომ საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ელჩის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.

,,ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ  – აქამდე ვიდრე მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაერო-ს გენასაბლეას. ასამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენერალურ ასაბლეაზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები