,,გორბაჩოვი მადანაშაულებდა ოსების გენოციდში,მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე, დღესაც ამ აზრზე ვარ”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი განცახდებას ავრცელებს, სადაც მიხეილ გორბაჩოვის სიკვდილს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით,  მას გორბაჩოვთან დებატები ჰქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც გორბაჩოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა ოსების გენოციდში.

,,გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად.

მე გორბაჩოვთან დებატები მქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც ის მე მადანაშაულებდა ოსების გენოციდში. მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე. დღესაც ამ აზრზე ვარ,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები