,,ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა” – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად ანადგურებენ ოკუპანტების საწყობებსა და სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

,,იმისთვის, რომ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღიმართოს და ჯარი გადავარჩინოთ, აუცილებელია, რომ მტერს არ შეეძლოს და არ სურდეს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. იქ არ იქნება სწრაფი გამარჯვებები. ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა, ეს გზა კი გრძელია, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები