,,ომბუდსმენის ჯგუფმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს, იმიტომ, რომ არავითარი დიაგნოზი არ არსებობს”- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ დადეს, რადგან სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი  უზრუნველყოფილია სათანადო მომსახურებით, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში.

„აქედან გამომდინარე, დაგვიანებული არაფერია. გაგრძელდება სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა. დასამალი არაფერი არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო. შესაბამისად, დამატებით დადასტურდება ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ, ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. ანუ, არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს. ამიტომაც ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები