,,რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება – რუსეთს ვერ დააჩოქებენ” – ალექსანდრ ლუკაშენკო

პუტინის მეგობარი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის ომს უკრაინაში ამართელებს და აცხადებს, რომ რუსეთს ვერ ,,დააჩოქებენ”. ლუკაშენკოს თქმით,  რუსეთს უკრაინაში ომი რომ არ დაეწყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო დარტყმებს მიიტანდა.

,,რუსეთი იქ ვერ დამარცხდება. მე და ბელარუსი ხალხი რუსეთს ამ კუთხით მხარს ვუჭერთ. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ის აგრესორია, რეალურად კი მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო იერიშს მიიტანდა.დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ ამ სიტუაციაზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ”, – განაცხადა  ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები