,,ვენეციის კომისიის დასკვნაში არანაირი სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის”- ირაკლი კობახიძე

,, ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სამართლებრივი შენიშვნები,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ყველანაირი თვალსაზრისით გამართულია და არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს.

„ჩვენ ყველას ვთხოვეთ, წარმოედგინათ სამართლებრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით. ვთხოვეთ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და მეოთხე ვინც ამ პროცესში ჩაერთო, არის ვენეციის კომისია. ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სამართლებრივი შენიშვნები. ამას აქვს მარტივი მიზეზი, კანონი მიღებულია, გამართულია ყველანაირი თვალსაზრისით და თუ გაეცნობით ვენეციის კომისიის დასკვნას, ნახავთ, რომ იქ შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ამ კანონს არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს. როდესაც ვერავინ გაძლევს სამართლებრივ შენიშვნას, იძულებული ხარ, მიიღო შენი გადაწყვეტილება შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. პარლამენტმა უნდა იმოქმედოს საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები