,,ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს”- ირაკლი კობახიძე

,,უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, უკრაინული კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს.

„თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ საბაზისოდ ავიღებთ ამ დოკუმენტს და გავაგრძელებთ მსჯელობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები