,,ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად”- სერგეი ლავროვი

,,ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, მოსკოვის მიერ განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ,,მშვიდობისმყოფელებზე” თავდასხმაში ადანაშაულებს.

„რაც შეეხება ჩვენს ინტერესებს, იქ იმყოფებიან ჩვენი მშვიდობისმყოფელები, იქ იმყოფება ჩვენი სამხედროების ჯგუფი, რომელიც ევროპაში საბრძოლო მასალების უმსხვილეს საწყობს იცავს. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხილული იქნება როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა სააკაშვილი“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები