„ჯერჯერობით უცნობია, რასთან გვაქვს საქმე“ – ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. პომიდვრის ვირუსზე

ე.წ. პომიდვრის ვირუსის ინდოეთის რამდენიმე შტატში დაფიქსირდა. მისი გლობალური გავრცელება არ მომხდარა, თუმცა, მედიკოსებისთვის აუხსნელია, რასთან აქვთ საქმე. როგორც ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიმედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, შემთხვევები ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება.

„ჯერჯერობით, ბოლომდე აუხსნელია, რასთან გვაქვს საქმე. “პომიდვრის ვირუსს“ იმიტომ ეძახიან, რომ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე გარკვეულ ეტაპზე პომიდვრის მსგავსია. დაახლოებით, პომიდვრით რომ დაისვაროს ადამიანი, ასეთი ეფექტი აქვს და ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან.

მისი შეფასებით, შესაძლებელია, ეს ვირუსი საქართველოში გავრცელებული ვირუსის ერთ-ერთი განშტოება იყოს.

„ჩვენთანაც არის ახლა მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიცაა პირის, ხელისა და ფეხის დაავადება, რომელსაც „კოქსაკის ვირუსი“ იწვევს და არ გამოირიცხება, მისი ნაირსახეობა იყოს ე.წ. პომიდვრის ვირუსი. ასევე, არის ვირუსული დაავადება, რომელიც კოღოებით ვრცელდება, განსაკუთრებით კი ტროპიკულ ქვეყნებში. ესეც შეიძლება მისი ერთ-ერთი სახეობა იყოს. ბოლომდე ცნობილი არ არის, რასთან გვაქვს საქმე. გეოგრაფიული არეალი მას არ გაუფართოებია და შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. სიკვდილობა პრაქტიკულად მინიმალურია. ძირითადად, ცხელებით, კუნთების ტკივილითა და გამონაყარით მიმდიარეობს.  ჯერჯერობით გლობალურ საფრთხე და მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანას, არ ემუქრება“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები