„ჩვენთან ვაქცინაციის საჭიროება არ არის, თუმცა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი „მაიმუნის ყვავილზე“

საქართველოში მაიმუნის შემთხვევის გავრცელება არ ფიქსირდება, თუმცა, ევროპასა და ამერიკაში ინფირცირება მზარდია. როგორც ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ზოგიერთ ქვეყანაში რისკის ჯგუფების ვაქცინაციასაც კი იწყებენ.

„საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა გადაცემას საქართველოში ადგილი არ ჰქონია, რაც, პრაქტიკულად, ინფექციის მართვას ნიშნავს. როგორც კი გამონაყარის საეჭვო ვითარება დაფიქსირდება, ქვეყანაში არსებობს ტესტირებისა და შემთხვევის გამოვლენის საშუალება. ლუგარის ცენტრი ამაზე რეაგირებას ძალიან სწრაფად მოახდენს.

თუ მსოფლიოზე ვისაუბრებთ, შემთხვევები საკმაოდ ბევრია. ამ შემთხვევაში, აშშ არის გენერატორი 17 000 შემთხვევით.   ევროპის მასშტაბით კი 16 000-ზე მეტი ინფიცირება ფიქსირდება. ამ ეტაპისთვის, ეს ინფექცია ძირითადად მამაკაცებში ვრცელდება. გლობალური საფრთხე მ ეტაპისთვის არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმომ გამოაცხადა გადაუდებელი მდგომარეობა და „მაღვიძარა ჩართო“ აღნიშნულთან დაკავშირებით, სიტუაცია ჯერჯერობით მართვადია. სამიზნე ჯგუფებში ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციასაც კი იწყებენ. ჩვენთან მსგავსი საჭიროება არ არის, თუმცა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები