სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე

დაახლოებით 2 კვირაში, საქართველოში სასწავლო პროცესი იქნება, თუმცა, შეუშლის თუ არა ხელს კორონავირუსის გავრცელება სასწავლო პროცესი სკოლებსა და აუდიტოერიებში განახლებას, დამოკიდებულია ვირუსის მასშტაბურობაზე.

როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, კლინიკების გადატვირთვის მოლოდინი არ აქვს.

„სწავლის დაწყება თუ დისტანციური სწავლება – ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაღალი სეროპრევალენტობის ქვეყანა ვართ, თუ გლობალურადაც შევხედავთ მსოფლიოში,  დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, პალნეტაზე კოვიდით და მისგან გამოწვეული გართულებით დაახლოებით 14-15 000 ადამიანი იღუპება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონს აღწევს.

ძირითადი დაავადების გენერირებას ახლა ახდენს წყნარი ოკეანისა და აზიის ქვეყნები გამომდინარე იქიდან, რომ მათ ძალიან კარგად შეაჩერეს ადრეულ ეტაპზე ინფექცია და ძირითადად იყვნენ, შემაკავებელი ღონისძიებების ხარჯზე. ამიტომ, ჩვენ მოლოდინი იმისა, რომ გვექნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, არ გვაქვს“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები