„ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკად ან რესტორნად” – ზელენსკი ვიზების შეზღუდვაზე

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში სამოგზაურო ვიზების შეზღუდვას ისევ ითხოვს და აცხადებს, რო ევროპისთვის დამამცირებელია, როცა მას დიდი ბუტიკად თუ რესტორნად განიხილავენ.

მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების ვიზების საკითხი სასწრფოდ გადასაწყვეტია.

„ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს. ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, საყვარლების დასასვენებლად; მაშინ, როცა ისინი თავად მუშაობენ ომისთვის ან უბრალოდ იმისთვის, რომ ჩუმად ელოდონ რუსეთის ამორალურ დაცემას, რაც სწორედ ახლა მიმდინარეობს, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად ევროპა გაერთიანდა“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის იმ ლიდერებს, ვინც ვიზების შეზღუდვას მხარს უჭერს.

„მადლობელი ვარ იმ ევროპელებისა, რომლებსაც ესმით, რომ ომის დროს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, იბრძოლოს იმისთვის, რომ აგრესორი დამარცხდეს, ოკუპაცია შეწყდეს და რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან წავიდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები