,,ვიდრე მზე იქნება, “ქართული ოცნება” ისევ გაირუჯება”- გიორგი ვაშაძე

,,ჩვენ კანონპროექტებს დავდებთ – ვიდრე მზე იქნება, “ქართული ოცნება” ისევ გაირუჯება,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს მიმდინარე კვირის ბოლომდე სამოქალაქო სექტორს გააცნობენ, რის შემდეგაც გასაჯაროვდება.

,,სულ მალე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ, კომპლექსურად დამუშავებულ პროდუქტს იხილავთ, რომელსაც მიმდინარე კვირის ბოლომდე სამოქალაქო სექტორს გავაცნობთ და შემდგომ გავასაჯაროებთ. ამას მოჰყვება კონკრეტული კანონპროექტები, რომელიც არის ფორმულა – როგორ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ობიექტური რეალობიდან გამომდინარე შემუშავებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტი და ჩარჩო 12 პუნქთან მიმართებაში, რათა საქართველომ ისტორიული შანსი არ გაუშვას და კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები