საფრანგეთში, ზამთარში შესაძლოა მოსახლეობისთვის დენის გათიშვა დღეში ორი საათით გახდეს საჭირო

საფრანგეთში ზამთარში შესაძლოა, მოსახლეობისთვის დენის დღეში ორი საათით გათიშვა გახდეს საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნიმ განაცხადა.

მისი თქმით, დენის გათიშვის მიზეზი ნაწილობრივ უკრაინაში მიმდინარე ომი, ნაწილობრივ ატომური ელექტროსადგურების გათიშვა, რომელთა რეაქტორები ტექნიკურ პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეგვექმნება. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მსგავსი თემები