,,პირდაპირ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის დავალება”- ვასილ ბასილაძე ხბოს დაცვის რეგლამენტზე „მედიაცენტრ მთავარში“

,,პირდაპირ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის დავალება სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის მიმართულებით,”- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე, ხბოს დაცვის რეგლამენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბასილაძის თქმით, 2015 წლიდან დღემდე 270 აქტიდან 162 უკვე გაუთანაბრა სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნებსა და კანონმდებლობას.

,,აღნიშნული საკანონმდებლო აქტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის დაახლოებასთან დაკავშირებით მიიღო. სააგენტო გაწერილი გეგმის მიხედვით აქტიურად და პროგრესულად თანამშრომლობს ევროკავშირთან. 2015 წლიდან დღემდე 270 აქტიდან 162 უკვე გაუთანაბრა სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნებსა და კანონმდებლობას. ეს კონკრეტული ნორმატიული აქტი ე.წ. ,Animal welfare”-ის ნაწილია. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის დავალება სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის მიმართულებით”,- განაცხადა ვასილ ბასილაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს – ვასილ ბასილაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

მსგავსი თემები