,,ხვალ, ზეგ პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუას განცხადებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან არ უნდა გამოიწვიოს.

ზარქუა უპასუხა კითხვას აპირებს თუ არა უმრავლესობა სარჩელის გამოტანას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას.

„ხვალ, ზეგ პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? ინტერპრეტაციები არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან პრეზიდენტს არ უნდა გაუჩნდეს მომავალში. კონსტიტუციაში რაც შავით თეთრზე წერია, ის უნდა წავიკითხოთ ყველამ ერთნაირად, სწორად. მგონია, რომ ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე და დადგინდეს სწორი ინტერპრეტაცია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები