,,შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კულებას თქმით, შეხვედრაზე მინისტრებ,ა განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, – წერს დმიტრო კულება.

მსგავსი თემები