,,სალომე ზურაბიშვილი ხასიათის ადამიანია, დიპლომატების მიმართ მისი განცხადებები შეუფერებელი იყო”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონი სალომე ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც ინტერვიუში ბაქრაძეზე თქვა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, შეუფერებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადებები, რაც ზურაბიშვილმა გააკეთა დიპლომატების მიმართ.

„პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა ინტერვიუში ბაქრაძეზე, შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონო დავითის მიმართ. მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა. ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მისასალმებელია სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ზარქუამ.

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა – (mcm.ge)

მსგავსი თემები