გოგაშვილის დაცვის წევრს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის წევრ ალექსანდრე სამხარაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა  5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას, გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და მტკიცებულებები გაენადგურებინა.

ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები დასაბუთებულ საფუძველს იძლევა, რომ სამხარაძე საბრძოლო მასალას უკანონოდ ინახავდა.

ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმა. გოგაშვილის დაცვის წევრი ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ყოფილი სამსახურისთვის ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა.

ადვოკატის განცხადებით, სამხარაძე სუს-ის თანამშრომელი იყო, იარაღი ჩააბარა, თუმცა ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა.

ცნობისთვის, სამხარაძის სახლის ჩხრეკისას 69 ვაზნა ამოიღეს.

მსგავსი თემები