,,10 წლის შვილმა მითხრა, სპეცრაზმელმა იარაღი მომიშვირა და მითხრა, არ გამოხვიდე, ხომ იცი, რა მიჭირავს ხელშიო”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით,  გოგაშვილის დაკავების  ღამეს, ერთ-ერთი შეიარაღებული სპეცრაზმელი, მისი 10 წლის შვილს დაემუქრა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლის თქმით, ბავშმა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ უთრა.

,,გუშინ, სხვათაშორის, ჩემი პატარა ბიჭი, 10 წლის ბავშვი მეუბნება, დედა, აქამდე არ მინდოდა ამის თქმაო, მაგრამ მე, როცა საპირფარეშოში მომინდა გასვლაო, შენ ყვირილის ხმა რომ მესმოდა გამიშვი ხელიო, კარები გამოვაღეო და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მომიშვირა იარაღიო და ასე მითხრა, არ გამოხვიდე იცოდე, ხომ იცი, ეს რა მიჭირავს ხელშიო”- განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

მსგავსი თემები