ლატვია მომხრეა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აიკრძალოს

მაშინ, როცა უკრაინელები იხოცებიან, რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა რ უნდა ჰქონდეთ. ასეთია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის შეფასება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვას.

„ნამდვილად რაც გვჭირდება, არის გადაწყვეტილების მიღება ვიზების  საკითხთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სულ მცირე, ნაბიჯს წინ გადავდგამთ. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს ვიზების აკრძალვას და ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 6 თვის წინ წამოვაყენეთ. მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია, რუსეთის სანქცირების გაგრძელებაა და საერთო არაფერი აქვს კოლექტიურ დასჯასთან. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ როდესაც უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან“ – აცხადებს საგარეო მინისტრი.

მსგავსი თემები