რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა

რუსეთმა მილსადენ  Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. როგორც ,,გაზპრომში” განმარტავენ, მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა.

​რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანის განცხადებით, შეზღუდვები  მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება ივლისში 10 დღით შეწყდა, რის მიზეზადაც მაშინაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა.

 

მსგავსი თემები