,,ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

,,რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს ხვალ არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა და  მშვიდი ადგილი.

„ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები