არასრულწლოვნებს ხელოვნურად ამწიფებდნენ, შემდეგ ანაყოფიერებდნენ და სუროგატ დედებად იყენებდნენ

სკანდალი თურქეთში. კვალი საქართველოშიც მოდის. საუბარია არასრულწლოვან გოგონებზე, რომლებსაც სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით კვერცხუჯრედებს ხელოვნურად უმწიფებდნენ, ანაყოფიერებდნენ და სუროგაციისთვის ამზადებდნენ.

სტამბოლში მდებარე ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი არასრულწლოვან ღარიბ გოგონებს არჩევდა. მათ სპეციალურ წამლებს ასმევდნენ, განაყოფიერებისთვის ამზადებდნენ და საქართველოსა და კვიპროსში აგზავნიდნენ. საქმეს თურქეთის პროკურატურა იძიებს. შუამავალი პირიც დადგენილია.

როგორც თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, საქმე ეხება ინტერნაციონალურ დანაშაულს. გოგონების ხელოვნური განაყოფიერება კი საქართველოსა და კვიპროსში ხდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლითაც აჭრელებულია თურქული მედია. თურქულ მხარეს ეჭვია აქვს, რომ საქმე ტრეფიკინგსა და ჩვილებით ვაჭრობამდე მიდის.

მსგავსი თემები