რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

,,სამწუხაროდ, ბოლო დაბომბვის შედეგად, არის მსხვერპლი. ამ დრომდე ვიცით, რომ ერთი დაღუპულია და ერთი დაჭრილი. ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ”, –  განაცხადა მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა.

მსგავსი თემები