ევროკავშირის მინისტრები რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვას განიხილავენ

ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით.

შეხვედრაზე, ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი  რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

ესტონეთის პრემიერ- მინისტრი  კაია კალასი რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს უჭერს. მისი თქმით, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება.

,,მაშინ, როცა უკრაინაში ხალხს აწამებენ, კლავენ და მათ წინააღმდეგ ტერორს ახორციელებენ, რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა სარგებლობდნენ ევროპაში მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება,”- ნათქვამია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები