,,საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას”- მამუკა მდიანრაძე

,,საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ თუ სააკაშვილს რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მართლა ექნება,  კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან.

 „ექსპერტიზის სათავისო დასკვნის მიღების მცდელობა იქნება ეს, სხვადასხვა გზით მართლმსაჯულების არასრულების მცდელობა თუ სხვა რამ, მისი მხრიდან ბუნებრივი ამბავია. თუ მართლა რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. რასაც მის ციხეში ადამიანებს უკეთებდნენ, მსგავსი არ მოაფიქრდება და გონებაშიც არ გაივლებს არავინ. დღეს ამ სისტემის შემოქმედს ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ყველა უფლება იქნება დაცული, რათა იყოს კონტრასტი, რომ დღეს ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლო პუნქტამდე, ზედმიწევნით იყოს დაცული, მათ შორის იმ კუთხით, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები