,,ზურა ჯაფარიძეს შეუძლია დადგას პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, იმღეროს”- ხატია დეკანოიძე

,,პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი, ესაა არაძალადობრივი პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, პარლამენტში იმ ინიციატივების წარმოჩენა, რამაც უნდა მოგვაპოვებინოს კანდიდატის სტატუსი,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ  პარტიის საშემოდგომო გეგმებსა და ზურაბ  ჯაფარიძის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებზეც ისაუბრა.

,,ზურა ჯაფარიძეს აქვს სრული უფლება თქვას ის, რაც თქვა, მე გულწრფელად გეტყვით, ის პერფორმანსები, რაც იყო, ჩემთვის არაფერს ცვლის, მას შეუძლია დადგას ეს პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, კანცელარია, გაზომოს ყველაფერი, იმღეროს, ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველას აქვს ამის უფლება. ჩვენ ერთიან პოზიციაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიმხროთ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც უნდა ევროპა, არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ჯერჯერობით არის მერყევი, მათ შორის, არაძალადობრივი პროტესტით, ეს აჩვენა 20 ივნისმა, როცა „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი ამომრჩეველი იყო ქუჩაში,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები