,,საქართველოს მიღწევები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას.

მსგავსი თემები