,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, არსებობდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი სტაციონარში ვერ მოათავსეს, ამიტომ მისივე თქმით, კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს.

,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს. ახლა ჩვენ ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც რეალურად არის გავრცელების პლატო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ პროგნოზულ მაჩვენებელს, შეიძლება, შენარჩუნდეს სექტემბერ და ოქტომბრის პირველ ნახევრამდეც კი. დიდი ალბათობით, შემდგომი 4-6 კვირა დრამატული მატება არ გვექნება. არ არის მოლოდინი, რომ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, თუმცა წინა ორი კვირის განმავლობაში, ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონალური მკურნალობა და ისინი ჩემთან იყვნენ კონტაქტზე, ვერ მოვახერხეთ მათი სტაციონარში განთავსება, ესეც იყო პრობლემა. ამიტომ ამ მიმართულებით კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

 

“დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია” – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები