,,შესაძლოა, ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი დადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

“დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია” – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები