დღეს, 12 საათზე ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება

დღეს 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე ინფორმაცია ნაეკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

„დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები