ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: 1954 ტანკი, 4294 ჯავშანმანქანა, 1079 საარტილერიო სისტემა, 282 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 151 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 234 თვითმფრინავი, 204 ვერტმფრენი, 3217 ავტომობილი და საწვავის ავზი,  847 უპილოტო საფრენ აპარატი, 103 ერთეული სპეცტექნიკა, 196 ფრთოსან რაკეტა.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 აგვისტომდე პერიოდს.

მსგავსი თემები