უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ. კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციით, უკრაინას დროებით ოკუპირებული დაბრუნების ბრწყინვალე შანსი აქვს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა გაანადგურა თითქმის ყველა დიდი ხიდი (ანტონოვსკის რკინიგზა, გზა და ნოვოკახოვკა). დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსეთის არმია მოწყვეტილია იარაღის მიწოდების არხებს ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია”- აღნიშნავენ ოპერატიულ ჯგუფში.

ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ტერიტორიიდან გარბიან. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევშიც. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მსგავსი თემები