ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ვანში,  გვიან ღამით 39 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

39 წლის მამაკაცმა სტუმრებს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა.  აღნიშნული პიროვნება ახალგაზრდა კაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები