რატომ არის სასარგებლო ცხოველთა კასტრაცია და რას გვავალდებულებს კანონმდებლობა?!

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო  ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მის მიხედვით, კასტრაცია ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობასაც ზრდის და სხვა სიკეთეების მომტანიცაა.

რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია (ჰუმანური გზით გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა) თავად ცხოველისთვის?

სტერილიზაცია ძუს, ხოლო კასტრაცია ხვად ცხოველს უტარდება, რაც:

  • მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
  • დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
  • პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
  • ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
  • დაგიზოგავთ თანხას – ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება;
  • ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.

გიფიქრიათ, რა უნდა გააკეთოთ თქვენი ცხოველის არასასურველი მაკეობის შემთხვევაში? ლეკვებისა და კნუტების გაჩუქება არ არის მარტივი საქმე. ერთი, დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან და მეორე, ძნელად თუ იპოვით ჩუქების მსურველს. ამიტომ, სამწუხაროდ, ხშირად მეპატრონეები მათ ქუჩაში ტოვებენ, უარეს შემთხვევაში კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე.

არასტერილურ ძაღლს დაახლოებით 8-9 თვის ასაკიდან, ხოლო კატას, 6-7 თვის ასაკიდან შეუძლია გამრავლება. ცხოველი წელიწადში დაახლოებით ორჯერ მაკეობს და საშუალოდ, ძაღლი 5-6 ლეკვს, ხოლო კატა 3-4 კნუტს შობს.

ვეტერინარები გვირჩევენ, რომ უმჯობესია ცხოველის გასტერილება მის მომწიფებამდე, 5-6 თვის ასაკში.

სააგენტო წლიურად დაახლოებით 6000 ცხოველს ასტერილებს, ამის პარალელურად, მაღალია პატრონიანი ცხოველების გამრავლებისა და დედაქალაქში სხვა რეგიონებიდან ძაღლების მიგრაციის ტემპი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ სტერილიზაციის მნიშვნელობა, როგორც ერთეული ცხოველის კეთილდღეობისთვის, ასევე, ზოგადად, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირებისათვის.

გასტერილეთ თქვენი ცხოველი. ერთად შევუწყოთ ხელი დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას.

დაგვეხმარეთ, მივაღწიოთ მიზანს, ქუჩაში გვყავდეს იმდენი მიუსაფარი ცხოველი, რამდენის მოვლა-პატრონობასაც შევძლებთ.

ყველამ, ვისაც გიყვართ ცხოველები, მიაწოდეთ სტერილიზაციის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია თქვენს ნაცნობ ცხოველების მეპატრონეებს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი შერეული (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესასაძლებლობის შეწყვეტა. იხილეთ – ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება – http://ama.gov.ge/…/2._7-28_-_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83…

მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშრდეთ ცოველტა მონიტორინგის სააგენტოს: 032 2 421424.

 

მსგავსი თემები