,,საქართველოში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 130 ათასი ტონაა, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს”- ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,დღეს ფქვილის შემოტანა უფრო რისკიანია, ვიდრე ხორბლის, გაეროსგან ბევრი გაფრთხილება მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში და თვითუზრუნველყოფის გაზრდაზე,”- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა.

,,საქართველოში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 130 ათასი ტონაა, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს, ამიტომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა. ჩვენს ასოციაციას დაუკავშირდა ამერიკული მხარე, ინფორმაციის და ტენდენციების გარკვეული მიმოცვლა მოხდა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით საქართველოში ვიზიტს აპირებს. არა მარტო ჩვენს ასოციაციაში იქნება შეხვედრები, არამედ მთავრობაშიც. პროგრამა ითვალისწინებს 50%-მდე თვითუზრუნველყოფის გაზრდას,”-  აღნიშნა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში”.

ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები