ზელენსკიმ დემნა გვასალია ღირსების III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ქართველ დიზაინერს ჯილდო, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.

დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩიცაა.

მსგავსი თემები