,,ფქვილზე ფასები მოდის ძირს, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს და წისქვილკომბინატებიც ამუშავდეს”- ლევან სილაგავა  „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით,  ფქვილზე ფასები მცირდება და მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს და ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც ამუშავდეს.

„ფქვილზე ფასები მოდის ძირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს ჩვენ ამის ფრთხილი ოპტიმიზმი გაგვაჩნია. საუბარია, იმპორტირებულ ფქვილზე და ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც ამუშავებაზე. ვიცით, ამუშავდა უკრაინის დერეფანი, რომელიც დიდი ძალისხმევით მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით ხდება, რამაც გარკვეული დადებითი ტენდენციები გამოიწვია. მათ შორის, რუსეთში საკმაოდ მაღალი მოსავალია და აქაც მცურავი ბაჟი შემცირებისკენ წავიდა. დღეს მცურავი ბაჟი არის ყოველკვირეული გამოსატანი ხორბლის 68 დოლარი ერთ ტონაზე, ფქვილზე ისევ ნული, ეს მუდმივად ასეა. დღეს სამწუხაროდ, ტენდენცია ის არის, რომ ფქვილი შემოდის და დიდი წისქვილები თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ვერ მუშაობენ, რადგან დიდი რაოდენობით ხორბალი სჭირდებათ. უფრო საშუალო და მცირე წისქვილები მუშაობენ გაკრვეული დატვირთვით. თუმცა შესაძლებელია, წისქვილების სხვა ნაწილმაც იფიქროს უკვე წარმოების ამუშავებაზე და არა ფქვილის შემოტანაზე,”- განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ფქვილის შემოტან ხორბალთან შედარებით, გარკვეული რისკის შემცველია.

,,უფრო რისკიანია ფქვილის შემოტანა, ვიდრე ხორბლის, რადგან ვიცით გაეროს ორთვიანი მარაგების შესახებ რეკომენდაცია. ძალიან ბევრი გაფრთხილება მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულების მიმართებაშიც. აშშ-ის გლობალური უსაფრთხოების წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ, ვრცლად ილაპარაკა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე ტენდენციებზეც. რეკომენდაცია იყო, რომ საკმაოდ რისკიანი ფქვილის საკითხი და უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ მარაგების შექმნასა და წისქვილების ამუშავებაზე, არამედ შემდგომში თვითუზრუნველყოფის გაზრდაზე,”- აღნიშნა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.

ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები