,,ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნება” არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას” – ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას.

ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

„ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საპარლამენტო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია;

„ქართული ოცნება“ არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობების რეკომენდაციებს;

ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუციების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, მხოლოდ საზოგადოების მოტყუებაა და სწორედ ამას ასაბუთებს ვენეციის კომისია, რომ „მოსმენების შესახებ კანონპროექტი“ მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებაა, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, რადგან როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ვეტოს დაძლევას აპირებენ. შესაბამისად, რეალურად 12 პუნქტის შესრულების უმნიშვნელოვანეს პროცესში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველაზე უფრო ნეგატიური როლი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ისინი ანტიდასავლური კამპანიას აგრძელებენ, არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და ეს პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლების განმტკიცებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.

მსგავსი თემები