,,ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია”- იაგო ხვიჩია

,,მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა,” – ამის შესახებ „გირჩის“  ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ლემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა მიგვითითოს.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას. იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი გვაქვს ნალაპარაკები უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ამ კანონპროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და ამიტომ არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.

მსგავსი თემები