,,ტენდენცია შეიცვალა – ხორბალსა და ფქვილზე ფასი იაფდება” – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ხორბალსა და ფქვილზე ფასი იაფდება. მისივე თქმით, საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა, რამაც  ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახადა.

„შარშან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 500 დოლარზე ავიდა. გახსოვთ, მცურავი ბაჟი, რომელიც საქართველოს დაუწესეს და ამას ემატებოდა 85 დოლარი და ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატების მუშაობა შეუძლებელი გახდა, გაჩერდა და ქვეყანაში ფქვილი ძირითადად შემოდიოდა. დღეს ტენდენცია შეიცვალა. დღევანდელი ფასები მსოფლიო ბირჟებზე არის მაგალითად, ფრანგული 345 დოლარი, ამერიკული 346 დოლარი, რუსული 347 დოლარი. გარდა ამისა, ამ მცურავი ბაჟის ფასმაც საგრძნობლად დაიკლო, რომელიც ჩვენთან მიმართებაში მოქმედებდა და შესაძლებელი გახდა ხორბლის შეძენისა, მიღებისა, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. აქედან გამომდინარე, შემოტანილი და საქართველოში დამზადებული ფქვილის ღირებულება ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა. ჩვენ პრიორიტეტს ყოველთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ვანიჭებთ,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში.

რაზეა დამოკიდებული პურის გაიაფება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები