,,უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზევით მაღაზიებს პურზე ფასის მატება არ შეეძლებათ”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

,,უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზევით მაღაზიებს პურზე ფასის მატება არ შეეძლებათ,”-  ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

,,უნდა შემოვიღოთ რეფერენტული ფასები. რაღაც კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მივაწოდე მაღაზიას პური, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ ასახოს, არამედ მოსახლეობას მიაწოდოს იმ ფასად , რამდენადაც მიწოდებულია. მან მოგება უნდა ნახოს რა თქმა უნდა, თუმცა არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე ეს აისახოს,”- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში.

მისივე თქმით, მსგავსი  ზღვარის დაწესება შეიძლება გარკვეული სახეობის პურ-პროდუქტზე.

,,ფასების ლიბერალიზაციამდე პურ პროდუქტებში არსებობდა 5 პროცენტიანი ”სავაჭრო დათმობა”, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ გამყიდველს შეეძლო 5% დაემატებინა პურის ფასზე და ასე მოეხდინა რეალიზაცია. ასე შეიძლება ერთ-ორ ასორტიმენტზე გაკეთდეს. ვიცით, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, მსოფლიოში სიტუაცია დაძაბულია, ომია, მთელი რიგი კატაკლიზმებია. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ყველაფერი ფოკუსირდება ფასებში. ამიტომ, თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ ეს ავსახოთ პროდუქტის ფასის კლებაზე,”- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში”.

რაზეა დამოკიდებული პურის გაიაფება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები