„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რუსული ძალების მიერ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული.

„ათწლეულების განმავლობაში, ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ის რამდენჯერმე გახდა შეტევის ობიექტი.

მსგავსი თემები