ძამას ხეობაში 7 სახლი დაიწვა

ძამას ხეობაშ, ერთმანეთის მიყოლებით 7 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ყველა სახლი ნათესავებისაა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი ბალახში გადააგდო, საიდანაც ხანძრის კერა გაჩნდა.

შვიდივე ოჯახის წევრი უსახლკაროდ დარჩა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ სხვაგან წასასვლელი არ გააჩნიათ. ამ წუთებში, ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, შვიდივე სახლი სრულად დაიწვა. მაცხოვრებლებმა ვერაფერი გადაარჩინეს.

 

მსგავსი თემები