ბორჯომის შემდეგ, შავნაბადა და ძამას ხეობა იწვის

შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყეს მასივსა და მინდორს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი იმდენად მასშტაბურია, ბორჯომის ხეობიდან თურქული სამაშველო ვერტმფრენი შავნაბადასკენ გადაისროლეს.

ხანძარია ძამას ხეობაშიც. აქაც, ხანძარი გამხმარ ბალახებს გაუჩნდა. და შემდეგმ დასახლებულ პუნქტში გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

 

მსგავსი თემები