მეუფე იაკობის შეფასებით, გოგაშვილების ოჯახის განცხადება ტყუილია

მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების  კითხვებს უპასუხა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის განცხადებები მასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ტყუილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ. მასეთი საუბარი არ მქონია, ტყუილია. შეხვედრა ბევრჯერ მქონდა. შვილიშვილის ნათლია ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი. თანამდებობაზე რომ იყო და მერეც“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

საუბარია ოჯახის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მეუფემ სოსო გიგაშვილი გააფრთხილა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მსგავსი თემები