„ომში არახამიამ მილიარდი იშოვა“ – მეუფე იაკობი უკრაინაზე

მეუფე იაკობის შეფასებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა სახე დაკარგეს, ავტორიტეტი არ გააჩნიათ და არავინ მათ არ ენდობა.

„ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლონ. ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთიდაიგივე სახეებს, გარბიან. იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ. ნუ უშლით ხელს განვითარებას. ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ. ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგების დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, უკრაინის ომში მილიარდები იშოვეს. ერთ ერთ ასეთ მილიარდელად კი ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი დავით არახამია დაასახელა.

„სხვადასხვა ტელევიზიით ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან, ხან რომელიღაც უკრაინელივით. მილიარდელი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში მილიარდი იშოვა. თავიანთ ქვეყანას მიხედონ. ჩვენ, ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი არ აძლევს საშუალებას თუ რა?! საქართველოსთვის რა გაუკეთებია კარგი? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება“ – აღნიშნა მეუფებ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები