„საქართველოში ვერავინ აურევს“ – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა მარიამობის სადღესასწაულო ქადაგების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციას საქართველოში ვერავინ აურევს.

„მსოფლიოში, თითქმის ყველა სახელმწიფოში არეულობაა. ადამიანები გულგრილები გახდნენ. სხვისი ტკივილი უკვე აღარ სტკივათ. რაც მსოფლიოში ხდება, არ იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის რომ გვესმოდეს და გვტკიოდეს. პოლიტიკურმა ველმა ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდებოდეს. თითქოს ვიღაცა მხსნელია და თუ მოვა ქვეყნის სათავეში გადაარჩენს საქართველოს. ეს ყველაფერი ტყუილია. კაცობრიობისთვის, საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მხსნელი არის ღმერთი“ – აღნიშნა მეუფემ.

მისი შეფასებით, ახალგაზრდები გარბიან,  უცხოეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ და უკან არავინ ბრუნდება.

„ევროპას აქვს თავისი ფასეულობები და მას შემდეგ, რაც ევროკავშირს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა. ის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს, ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ რა უნდა ვიფიქრო? მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან. ამას მე ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე. თურმე საქართველოში მთავარი ყოფილა 12 პუნქტის შესრულება. როგორ უნდა შეასრულო 12 პუნქტი, როდესაც რამდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა? დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი თემები